საარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლისა და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა. კანდიდატმა მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები გააცნო და იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში განხორციელდა. გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ადგილობრივების მოსაზრებებიც მოისმინა.