საარჩევნო შეხვედრა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად „სავაჭრო ცენტრი 2009“-ში ბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო დასაქმებულების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.