საარჩევნო რეფორმა - უბარიერო საარჩევნო სისტემა

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პასუხს ელოდება.

მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად მზად არის. სახელისუფლებო პარტია თანახმაა, განიხილოს წინადადება, რომლის მიხედვით მომავალი საპარლამენტო პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. 2024 წელს 5%-იანი ბარიერის უბარიერო სისტემით შეცვლას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 113 ხმა სჭირდება, რაც საპარლამენტო ოპოზიციის რაოდენობის გაზრდის გარეშე ვერ მოხერხდება. ჯერ ისევ პარლამენტს გარეთ მყოფი „გირჩი“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მთავარ პირობად სწორედ ბუნებრივ ბარიერზე შეთანხმებას ასახელებს, ახლა ხელისუფლებისგან დაპირების წერილობით დასტურს ითხოვს, რის შემდეგაც მზადაა, რომ პარლამენტში შევიდეს. ამ ნაბიჯის სისწორეში „გირჩის“ მხრიდან დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნების მცდელობა ისევ უშედეგოა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის შეთანხმების ერთადერთი ხაზი მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე გადის.

დატოვე კომენტარი