საარჩევნო რეფორმა - კომისიის პირველი სხდომა

რეფორმა, რომელმაც არჩევნების ჩატარების წესები და საარჩევნო კოდექსი უნდა შეცვალოს, – „ქართულ ოცნებასა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე მუშაობა დაიწყო.

პოზიციების შესაჯერებლად დრო ცოტაა. შეთანხმება პირველ მარტამდე კანონპროექტად უნდა იქცეს. პოლიტიკოსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ცესკო-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის წევრები დღევანდელ პირველ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ. მესამე სექტორის შენიშვნები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება. შეიცვლება თუ არა კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე, რომლის გადაყენება ელჩების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების რაუნდების დროს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე უარს ამბობენ.