საარჩევნო რეფორმა - გამოხმაურება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცებულია. საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. საარჩევნო რეფორმას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი სამი კანონმდებელი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. საარჩევნო რეფორმით ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო კოდექსი, მათ შორის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით. ამასთან, განისაზღვრა, რომ საარჩევნო უბანთან 100 მეტრის რადიუსში აგიტაცია იკრძალება. ცვლილებათა პაკეტი უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას ამერიკის ელჩი გამოეხმაურა.

მოამბე