საარჩევნო რეფორმა და მოწოდება ოპოზიციას  

შარლ მიშელის მიერ სადისკუსიოდ დატოვებული საკითხებიდან ერთ-ერთი საარჩევნო რეფორმაა, თუმცა პროცესი პარლამენტში კვლავ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს.

კანონპროექტად ქცეულ მემორანდუმში რამდენიმე სადავო პუნქტია. სამუშაო ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძირითადად საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შეთავაზებული წესი არ მოსწონთ. პროექტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევასაც გულისხმობს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე, ანუ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გარეშე ვერ მოხერხდება. ამიტომ მმართველი გუნდიდან ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს. პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს მესამე სექტორიც.