საარჩევნო რეფორმა

„საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.

ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციიდან მეორე პუნქტის შესასრულებლად, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ჯამში ოცამდე ცვლილება შევიდა, მათგან ნაწილი ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა. ნაწილი კი „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „ლელოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრების შემდეგ შეთანხმდა.