საარჩევნო რეფორმა

ახალ საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ნეგატიურია. ამის შესხებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვწევს და დადებითად ახალი საარჩევნო რეფორმის მხოლოდ მცირე ნაწილი ფასდება.

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ახალი საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით განხილვის დროს, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს და დოკუმენტში ასახოს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სხდომა და ამ საკითხის განხილვა დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.