საარჩევნო რეფორმა

დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას, 2024 წლიდან არჩევნების ელექტრონულად ჩატარების თაობაზე, – „ქართული ოცნების“ შეთავაზების შემდეგ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტში დღეს პირველად შეიკრიბა. დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც 30 მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს. ცვლილებებიდან მთავარი აქცენტი კეთდება, 2024 წლიდან ხმის მიცემის პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, ანუ ხმის მიცემის ელექტრონული წესის შემოღებაზე. სამუშაო პროცესში სამი ოპოზიციური პარტიის გარდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი მონაწილეობს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია მმართველი გუნდის ოპონენტებიდან ვინ დაუჭერს მხარს ცვლილებებს.

კიდევ რას ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმა, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მეორე პუნქტია, – მანანა დევაძე დეტალებით.