საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო განხილვა დღეიდან იწყება. დეპუტატები ცვლილებებს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ, ხვალ დისკუსია იურიდიული კომიტეტის ფორმატში გაგრძელდება.

ფუნდამენტურად შეცვლილი საარჩევნო რეფორმა რეკომენდაციებისთვის უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიას, რომელთა დასკვნა ცნობილი ივნისის დასაწყისში იქნება. ევროპელი ექსპერტების შეფასების გაცნობის შემდეგ, პარლამენტი ცვლილებებს ივნისის ბოლომდე სამივე მოსმენით დაამტკიცებს. საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და შარლ მიშელის შეთანხმებას ასახავს.