საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობას მომავალ კვირას გააგრძელებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დასკვნაში გაწერილ პუნქტებს შარლ მიშელის დოკუმენტიც ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესრულებაზე კი ხელმოწერით პასუხისმგებლობა აიღეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე ოპოზიციამ. უმრავლესობის ოპონენტები კონსულტაციებისთვის მზად არიან. პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტით, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი იცვლება. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტში ასევე საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებიც ასახა.