საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ისმენს. მმართველი გუნდის ხედვას, ორგანიზაციის წევრებს რატი იონათამიშვილი აცნობს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია შშმ პირების საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად ინტეგრირება. იონათამიშვილმა შეკრებილებს გააცნო თუ რა გაკეთდა და რის გაკეთებას გეგმავს მმართველი გუნდი ამ მიმართულებით.