საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

ამ წუთებში ილიას ბაღში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია იმართება. ღონისძიებას პარტიის თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ ძირითადი პრიორიტეტები პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ გააცნო. კერძოდ, კუკავას თქმით, „თავისუფალი საქართველო“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც თანაბრად მიუღებელია როგორც წინა ხელისუფლება, ისე ამჟამინდელი და კოალიციაში შესვლას არცერთ მათგანთან არ აპირებენ.

პარტია ქართულ პოლიტიკაში ეროვნული მოძრაობის ხაზს წარმოადგენს, საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში კი, აქცენტს ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების გაძლიერებაზე გააკეთებს.

დატოვე კომენტარი