საარჩევნო ნომრების გადანაწილება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ცესკო-ს განმარტებით, აღნიშნულმა ორმა პარტიამ მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი არ შეიტანეს, რის გამოც მათი რიგითი ნომრები — №5 და №4 — ცესკო-მ წილისყრით სხვა პარტიებს გადასცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ნომერი 4 „ქართველ ერთობას“ ერგო, ხოლო ნომერი 5 — „ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს“.
თამარ წიკლაური გვერთვება დეტალებით.