ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი განკარგულება გამოსცა. თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 17-მა საარჩევნო სუბიექტებმა გაიარა. მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია. რეგისტრირებულ პარტიებს შორის არიან „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და სხვა. ამავე განკარგულებითა და ცესკო-ს დამატებითი განცხადებით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს. კომისიის განმარტებით, აღნიშნულმა ორმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი არ შეიტანეს, რის გამოც მათი რიგითი ნომრები — №5 და №4 — ცესკომ წილისყრით სხვა პარტიებს გადასცა.
ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას პარტიებში საგანგებო ბრიფინგებით უპასუხეს – რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში, თამარ წიკლაური დეტალებით.