საარჩევნო ნომრების გადანაწილება – გამოხმაურება

21:05, 09.08.2025
საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩენილი ორი მსხვილი ოპოზიციური პარტია და 17 საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ განკარგულებას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ 14 პარტია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებულია, სამი კი ჯერ განხილვის ეტაპზეა.
ამავე განკარგულებით ცნობილი ხდება ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს და ცესკო-მ წილისყრით ისინი სხვა პარტიებს გადასცა.
როგორია ოპოზიციის პასუხი და რა მოლოდინები აქვთ არჩევნებზე პოლიტიკურ სუბიექტებს – თამარ წიკლაური გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. 

მსგავსი