საარჩევნო მოლაპარაკებები

12:11, 08.03.2020

როგორ გამოიყენებს უმრავლესობა და ოპოზიცია მოლაპარაკების პრაქტიკულად ბოლო შანსს და შედგება თუ არა რაიმე შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

დღეს 14 საათზე, მხარეები ისევ დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან. მეტი პროპორციულობა, რაც ოპოზიციის შეფასებით, მანდატების სამართლიანად გადანაწილების წინაპირობაა და ასევე თანაგუნდელების გათავისუფლება, – ამ ეტაპისთვის ხელისუფლების ოპონენტები სწორედ ამ მოთხოვნებს აყენებენ.

უმრავლესობა კი დაპირისპირებულ მხარეს კოსტურქციული დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორია პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ გიორგი კობერიძე ესაუბრა.

მსგავსი