საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
„საარჩევნო კოდექსის“ საკომიტეტო განხილვები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.
ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის საკითხი ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის თემაა. მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიზეზად გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვას ასახელებს.