საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა ხვალიდან გაგრძელდება. მმართველი გუნდის ინიციატივა კომიტეტებზე გადის. ახალი რედაქციის მიხედვით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი. თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნებიც, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურებიც. ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. მმართველ გუნდს კი საკუთარი არგუმენტები აქვს.