ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

15:12, 20.11.2025

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსი“ განიხილა. ცვლილებები დავით მათიკაშვილმა წარადგინა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოსვლისას აქცენტი, ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობის წესის ცვლილებაზე გააკეთა. მათიკაშვილმა განმარტა, რომ მომავალში, საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას მხოლოდ საქართველოში მისცემენ. კანონმდებელმა გადაწყვეტილების მიზეზად – საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღება, გარე ჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დაასახელა. ცვლილებები გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა გააკრიტიკა. შალვა კერესელიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს და მათ დასჯას ცდილობს.

მსგავსი