„საარჩევნო კოდექსი“ – შეფასებები
„საარჩევნო კოდექსის“ განხილვა გრძელდება, შესაბამისად, საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეძლებენ. გადაწყვეტილების მიზეზად – საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღება, გარე ჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დასახელდა.
ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი თქმით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, რის გამოც ხელისუფლება მათ ხმის უფლებას უზღუდავს.