საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხზე მოლაპარაკებები განახლდა. დილიდან პოლიტიკოსები მესამე სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ერთ მაგიდასთან არიან შეკრებილები და განიხილავენ, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობა. მმართველ გუნდს მოქმედ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვერსია მზად აქვს. პროექტი ძირითადად იმ რეკომენდაციებს ეყრდნობა, რომლებიც ეუთომ ხელისუფლებას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისცა. მათი განხილვა საშემოდგომო სესიაზე იმ საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად იგეგმება, რომლის მიხედვით 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. მიაღწევენ თუ არა მხარეები შეცვლილი საარჩევნო კოდექსის გარშემო კონსენსუსს.

ექნება თუ არა დღეს წარდგენილ პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა და რა შენიშვნები აქვთ ოპონენტებს? – ანა ბროლაძემ მოისმინა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის შემდეგ გაკეთებული შეფასებები.