საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტის შესრულება ფინალურ ეტაპზეა.

არაერთი კონსულტაციის და ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრის ტაბლოზე ოპოზიციის ნაწილის ხმებიც დაფიქსირდა. თუმცა დოკუმენტში მაინც რჩება რამდენიმე სადავო საკითხი. ქალთა კვოტირების, ცესკო-ს დაკომპლექტების წესის და საარჩევნო რადიუსის გარდა ოპოზიციის ნაწილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად დაწესებულ 40%-იან ბარიერსაც აპროტესტებს. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელსაც 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია. 8+9 პარიტეტის პრინციპით საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, ცესკო- ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნა, საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიან რადიუსში აგიტაციის აკრძალვა, ხმის მიცემის დროს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებების, რომლებიც მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის დამტკიცების შემდეგ შევა ძალაში.

დატოვე კომენტარი