საქართველოში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, აქტუალური ხდება საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო კამპანიის წარმოება. იმაზე, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს, ყველა თანხმდება, თუმცა მასშტაბურ ღონისძიებებზე რეგულაციების დარღვევა მაინც ხდება.
ამ კონტექსტში კრიტიკის ობიექტი გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ხალხმრავალი შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა მმართველმა გუნდმა, კრიტიკული განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდანაც.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – როგორია პოლიტიკური სუბიექტების პოზიციები, თამარ წიკლაური გიამბობთ.