საარჩევნო კამპანია იწყება  

ხვალიდან პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა საარჩევნო კამპანია დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, მხარეები საკუთარ დროს უფრო მეტად პოლიტიკურ ბრალდებებს უთმობენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, პარტიების ნაწილი საკუთარი დღის წესრიგის გადახედვას უკვე გეგმავს.