საარჩევნო კამპანია

პარტია „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. კახა კალაძემ დღეს საკუთარი პროგრამის სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამები წარადგინა. მისი თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკის პროგრამები გაგრძელდება. პრიორიტეტი კი იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კახა კალაძე სოციალური მიმართულებით ახალი პროგრამების დაწყებასაც გეგმავს.