საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატებს დღეს სამცხე ჯავახეთში წარადგენს. ბორჯომის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა ახალციხის მერობის კანდიდატად ირაკლი ლაზარაშვილი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დასრულებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ახალციხეში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა მიმდინარეობდა, ქალაქის პარკში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მივიდნენ. გიორგი გახარიას პარტიის წევრების განცხადებით, წინასაარჩევნოდ მათ მიმართ ზეწოლა ხორციელდება. პარტიის წევრები ხელისუფლებისგან უკანონო ქმედებების შეწყვეტას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.