საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს მუნიციპალიტეტისა და ჭკადუაშის განვითარების ხედვებზე ესაუბრა.

მერობის კანდიდატთან ერთად, ჭკადუაშში გამართულ შეხვედრებზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი იმყოფებოდნენ.