საარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, გურამ რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. საუბარი შეეხო მთაწმინდის რაიონის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებს, არსებულ გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს. განიხილეს ასევე პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები.