საარჩევნო კამპანია

„მესამე ძალა“ –  ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია თბილისში ხვალ იგეგმება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, გაერთიანებაში იქნებიან ახალი სახეები და რამდენიმე პარტია. მისივე ინფორმაციით, „მესამე ძალას“ უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე. გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოების დეპუტატობის საკუთარი კანდიდატების წარდგენას პირველ სექტემბერს გეგმავს.