საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა სოფლისთვის პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურის მოგვარება იქნება. ამის შესახებ მერობის კანდიდატმა სოფელ ჩხორიაში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ის ადგილობრივებთან კონკრეტული გეგმით ჩავიდა და მოსახლეობისგან დამატებით საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.