საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნება“ მაღალმთიან აჭარაში მერობის კანდიდატებს წარადგენს. პრეზენტაცია ქედაში უკვე გაიმართა. მოსახლეობას პრემიერმა მმართველი გუნდის კანდიდატად როლანდ ბერიძე წარუდგინა. სიტყვით გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის გახსენებით და მისი დაბადების დღის აღნიშვნით დაიწყო.