საარჩევნო კამპანია

პარტიამ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა. მისი საარჩევნო ნომერია 48. სლოგანი კი – „მერი ყველასთვის!“. ანა დოლიძე თბილისელებს ჰპირდება, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელიც, მისი თქმით, ორპოლუსიანობამ დაამკვიდრა და იქნება – მერი ხალხისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სოციალური წარმომავლობისა, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნისა.

ანა დოლიძის თქმით, თბილისს სჭირდება მერი, რომელიც თბილისს მწვანე ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს და უსაფრთხო გარემოზე იზრუნებს.