საარჩევნო კამპანია

„პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახაბერ ძაგანიამ საბურთალოს რაიონის ამომრჩეველთან საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო. კახაბერ ძაგანიას განცხადებით, პარტიის გეგმები სოციალური, ეროვნული და სხვა მიმართულებებით რეალურად განხორციელებადია.