საარჩევნო კამპანია

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა და პარტიის სხვა ლიდერებმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. ადგილობრივ მოსახლეობას დისტანციურად მიმართა მამუკა ხაზარაძემ და მათ არჩევნებზე მისვლისა და გარდაუვალი ცვლილებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ლელომ“ ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის კონკრეტული ხედვა გააცნო, რომელიც ცვლილებების და რეფორმების კონკრეტულ ნაბიჯებს ითვალისწინებს.