საარჩევნო კამპანია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს ბათუმელ მხარდამჭერებს შეხვდა. მან ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო პროგრამა, სტრატეგია და გეგმები გააცნო. ვაშაძემ მხარდამჭერებს ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის შემადგენლობა წარუდგინა.

სიის სათავეშია ბექა დიასამიძე, რომელიც პარალელურად უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, მთიანი აჭარის საარჩევნო ოლქში კი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის გიზო გორგილაძე იბრძოლებს.