პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატებთან, დავით გიორგაძესთან და ინდიკო ბერძენაძესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ადგილობრივებს პარტიის წევრებმა საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინეს.
ელისაშვილი თანაგუნდელებთან ერთად წყალტუბო, ვანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული და მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა, სადაც საარჩევნოდ გამოცემული გაზეთები დაარიგა და ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატების ტელეფონის ნომრები დაუტოვა.