საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გამართა. კანდიდატთან ერთად, ის საკითხები განიხილეს, რაც  მათთვის მნიშვნელოვანია და საკანონმდებლო დონეზე, კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, საპარლამენტო მუშაობის დროს იქნება გასათვალისწინებელი.