საარჩევნო კამპანია

„ევროპული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პარტიამ  მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. პოლიტიკური გუნდის სახელით, ადგილობრივების მხარდაჭერის მოპოვებას ახმედ იმამკულიევი შეეცდება. დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეებს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ძირეული ცვლილებები ყველა სფეროში და მოსახლეობის კეთილდღეობა – ეს იყო „ევროპული საქართველოს“ მთავარი მესიჯი დღეს მარნეულში.