საარჩევნო კამპანია 

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბრლოკის კანდიდატს, მხარდაჭერას „აფხაზთა კრება“ უცხადებს.

შალვა შავგულიძე „აფხაზთა კრების“ წევრებს დღეს შეხვდა. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, წინა საარჩევნო გარემოზე, დევნილთა პრობლემების და დეოკუპაციის საკითხების მოგვარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს შალვა შავგულიძემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების რუქას სიმბოლურად ხელი მოაწერა.