საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარდაკარის პრინციპით შეხვედრები დაიწყო და მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას აცნობს. დავით კირკიტაძის თქმით, მათი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთისა და ისეთი ქონების დაკანონებაა, რომელსაც რუსთაველები ფლობენ, თუმცა, არ გააჩნიათ დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მისივე განცხადებით, რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა.