საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია

პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ თბილისის გეგმის პრეზენტაცია გამართა. გიორგი ვაშაძის თქმით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ოპონენტები ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ ქვეყნისთვის. ვაშაძეს მიაჩნია, რომ „მესამე ძალის“ მიერ წარდგენილი გეგმა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულია. ვაშაძე ამბობს, რომ მის გუნდს არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლის ამბიცია აქვს.