საარჩევნო გარემო - პოლიტიკური შეფასებები

წელსაც წინასაარჩევნო კამპანიის თანმდევი ხაზი ოპოზიციის მხრიდან უთანასწორო საარჩევნო გარემოზე აპელირებაა.

თითქმის ყოველდღე ოპოზიციური პარტიები საკუთარი აქტივისტების შევიწროების და ზეწოლა-დაშინების ფაქტებზე საუბრობენ, მმართველი გუნდის ლიდერები კი ყველა გამოსვლაში ძალადობის პრევენციის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების პარალელურად, საარჩევნო მარათონი მესამე სექტორის აქტიური მონიტორინგის ქვეშაა. საიას მიერ დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში რამდენიმე დარღვევა მოხვდა. ანგარიშის ავტორებისთვის ახლა მთავარი ყველა ასეთ შემთხვევაზე დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირებაა.