საარჩევნო გარემო და მიმდინარე გამოძიება

მოახლოებული არჩევნების წინ, ზუგდიდი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრშია.

გამომძიებლების შეკითხვებს უკვე უპასუხა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, რომელსაც ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მედია-საშუალებით გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერს, „ქართული ოცნების“ წევრი ფაბრიკაციად აცხადებს და ვარაუდობს, რომ მასალა მისმა ყოფილმა პაციენტმა დეპუტატის და მმართველი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით დაამზადა. პროფესიით ექიმი დეპუტატის მიერ დასახელებული პირი, პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

გამოძიება გრძელდება დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტზეც. ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამავე ფაქტზე დღეს, პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცეს.

ნოდარ ჩაჩუა მუშაობს ზუგდიდში.