საარჩევნო დებატები

ვის ვისთან სურს სატელევიზიო ოპონირება. კანდიდატები კონკურენტებს ასახელებენ. გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას იღებენ.

არჩევნებამდე 29 დღით ადრე, დებატების აუცილებლობაზე თანხმდებიან პრეზიდენტობის სხვა მსურველებიც. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებელი 25 კანდიდატს საეთერო დროს და სამ განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.