საარჩევნო დავების ანალიზი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო დავების შესახებ ანგარიში წარმოადგინა საია-მ. დოკუმენტში საუბარია საარჩევნო დავების განხილვისას გამოვლენილ ძირითად ხარვეზებზე, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახულ პრობლემებზე. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება, სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა. ორგანიზაციის განცხადებით, რამ გამოიწვია ოქმებში უზუსტობა, დაზუსტებული არ არის.

მოამბე