საარჩევნო დარღვევებს ეხმაურება შსს

საარჩევნო დარღვევებს ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო. „არჩევნებამდე პერიოდში დარღვევები რაც იყო, პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები“, – ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტების რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.