საარჩევნო ცვლილებების განხილვა

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გამო, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე განხილვა ცხარე კამათში გადაიზარდა. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიზეზი ხდება ინიციატივა, რომლის მიხედვით, ამომრჩევლების დაშინების, იძულებისა და ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის დროს, კანონმდებლობა მკაცრდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ ცვლილებებს ფორმალობად მიიჩნევენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ იმ არგუმენტით, რომ სანქციები მანამდეც იყო გათვალისწინებული, თუმცა არსებობდა კანონის აღსრულების პრობლემა. ამიტომ ოპონენტთა ნაწილი, ინიციატივის მიღმა გარკვეულ რისკებსაც ხედავს. მოგვიანებით განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდა, თუმცა მას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი აღარ დასწრებია.

ვის რა პრეტენზია აქვს საარჩევნო კოდექსში დაანონსებული ცვლილებების მიმართ? – ნოდარ ჩაჩუა ადევნებდა თვალს დღევანდელ სხდომებს.