საარჩევნო ცვლილებები – შეფასებები
ხმის უფლების წართმევა, თუ თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა – საარჩევნო კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებები ისევ ურთიერთბრალდებებისა და მწვავე კრიტიკის საგანია. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნასა და ემიგრანტებისთვის არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის უფლებას ითხოვდნენ, მმართველი გუნდის ინიციატივა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის ახალ წესს არჩევანის გავლენებისგან დაცვის აუცილებლობით ხსნიან მმართველ გუნდში და ემიგრანტებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე მიუთითებენ. არ არის გამორიცხული, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ოპოზიციამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელოს.