საარჩევნო ბიულეტენები დაბეჭდილია
3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა. ვანის, ახმეტის, დმანისისა და წალკის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები, თბილისში, შპს „ფავორიტ სტილში“ დაიბეჭდა. სულ 2 450 საარჩევნო ბიულეტენი დაიბეჭდა, საიდანაც 1 750 ბიულეტენი განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 ბიულეტენი იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკო-ს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ბიულეტენები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით დაიბეჭდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ ბიულეტენებს კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს.